ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ოჯახებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის შვილებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნება. სხვა ქვეყანაში ცხოვრება ავტომატურად ნიშნავს სხვა ენაზე სწავლასა თუ თამაშს. შესაბამისად, ბავშვი მეგობრებსაც სხვა ენაზე მოსაურეს იძენს. სწორედ ამიტომ, მშობლის აქტიური როლი და მიზანმიმართული ნაბიჯები გადამწყვეტია.
გთავაზობთ 5 პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ გზას, რომლებიც დაეხმარება თქვენს შვილებს ქართული ენის შენარჩუნებაში:
1. ისაუბრეთ ქართულად ყოველდღიურად;
- გახსოვდეთ – ენა სახლიდან იწყება. რაც უფრო მეტ დროს გაატარებს თქვენი შვილი ქართულად მოსმენასა და ლაპარაკში, მით მეტად გაიმყარებს ცოდნას.
- ეცადეთ, რომ სახლში საუბრისას, ნებისმიერი თემა იყოს ქართულ ენაზე.
- ბავშვთან ურთიერთობისას ნუ გამოიყენებთ სხვა ენას, თუნდაც ეს მისთვის მარტივი იყოს – მიეცით დრო და მოტივაცია ქართულად იაზროვნოს.
2. წაუკითხეთ და მოუსმინეთ ქართულ წიგნებსა და ზღაპრებს;
- წაუკითხეთ და მოასმენინეთ ქართული წიგნები და ზღაპრები; ქართული ლიტერატურა არა მხოლოდ ენის, არამედ ღირებულებების, კულტურისა და ფესვების მატარებელია.
- ასაკის შესაბამისი წიგნები, აუდიოზღაპრები და საბავშვო ლექსები საუკეთესო გზაა ლექსიკის გამდიდრებისთვის.
- დაუწესეთ ბავშვებს “ქართული წიგნის საათი” – ეს მშვენიერი ტრადიცია კი ენის სიყვარულს უნერგავს თქვენ პატარებს.
3. დარეგისტრირდით ონლაინ გაკვეთილებზე;
- დღეს ბევრი ონლაინ პროგრამა არსებობს, მაგრამ ყველა არაა მორგებული ემიგრანტ ბავშვებზე.
- აირჩიეთ სასწავლო პლატფორმა, როგორიცაა ‘ფესვები ‘, რომელიც სპეციალური პროგრამით, ემიგრანტ ბავშვებზე ორიენტირებული მეთოდოლოგიითა და მასალებით მუშაობს.
- იინტერვალით გაწერილი გაკვეთილები, ასაკობრივი დიფერენციაცია და ინდივიდუალური მიდგომა ქმნის რეალურ შედეგს.
4. დაუნერგეთ კავშირი საქართველოსთან;
- ენა მხოლოდ სიტყვების შესწავლა არაა – ის არის კავშირი ხალხთან, მიწასთან, ისტორიასთან.
- უყურეთ ერთად ქართულ ფილმებსა და საბავშვო გადაცემებს.
- ესაუბრეთ ბებია-ბაბუებს ვიდეოზარით – წაახალისეთ ბავშვი, რომ ქართულად იურთიერთოს.
- ესტუმრეთ საქართველოს, როცა შესაძლებელია — ეს ენის ყველაზე ძლიერ გამამყარებელ გამოცდილებად იქცევა.
5. გახადეთ ქართულის სწავლა სასიამოვნო და სახალისო;
- ჩართეთ თამაშები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ქართულ სიტყვებზე, ასევე გააკეთებინეთ თავსატეხები, ბარათები,პაზლები;
- მოუსმინეთ ერთად ქართულ საბავშვო სიმღერებს — იმღერეთ, იცეკვეთ.
- გააკეთეთ ერთობლივი პროექტები: დახატეთ ქართული ასოები, მოაწყვეთ ოჯახური „ქართულიდღე“.
დასკვნა
ქართული ენის შენარჩუნება ემიგრაციაში შეიძლება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მთავარია – სიმყარე, თანმიმდევრულობა და სიყვარული. როდესაც ბავშვი იგრძნობს, რომ ენა არის ოჯახის სიამაყე და იდენტობის ნაწილი, ის თავადაც დაიწყებს მის დაცვას.
ასწავლეთ ქართულi — რათა მათ მუდამ ახსოვდეთ, ვისი გორისანი არიან.
გსურთ, რომ თქვენს შვილსაც დავეხმაროთ ქართულად აზროვნებაში, საუბარსა და წერა-კითხვაში?
შემოგვიერთდით პლატფორმა „ფესვები“ — ონლაინ აკადემიაში, რომელიც ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართულ ენასა და კულტურას მარტივად და ხალისით ასწავლის.
მოგვწერეთ info@fesvebi.co ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა რომ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.





