ხშირად დასმული კითხვები

1. ვინ ასწავლის ჩემს შვილს?

ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილიპროფესიონალი პედაგოგებისგან, რომლებსაც აქვთს გამოცდილება ემიგრანტ ბავშვებთან მუშაობაში. თითოეული მათგანი გადის შერჩევის პროცესს და ფლობს როგორც ქართულ ენას, ასევე ასაკობრივი ფსიქოლოგიის საბაზისო ცოდნას.

2. რომელი ასაკის ბავშვებისთვის არის პროგრამა განკუთვნილი?

პროგრამა განკუთვნილია 4-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის, ასაკის და ენის დონის შესაბამისად დაყოფილი ჯგუფებით ან ინდივიდუალური სწავლებით.

3. რა ცოდნა უნდა ჰქონდეს ბავშვსრომ გაკვეთილში ჩაერთოს?

არანაირი წინასწარი ცოდნა არ არის საჭირო. ჩვენ ვიწყებთ ნულიდან, ვმუშაობთ ქართული წერისკითხვისა და მეტყველების გაუმჯობესებაზე.

4. როგორ მიმდინარეობს გაკვეთილები?

გაკვეთილები ტარდება ონლაინ, ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფში.თითოეული გაკვეთილი მოიცავს:

  • თემატურ ლექსიკას
  • თამაშებს
  • სიმღერებს
  • ვიდეო და სურათ მასალებს
  • სავარჯიშოებს
    გაკვეთილის სტილი მორგებულია ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე.

5. რა ხანგრძლივია თითოეული გაკვეთილი?

გაკვეთილი გრძელდება საათი (60 წუთი)

6. რამდენად ხშირია გაკვეთილები?

სტანდარტულად – 1–2-ჯერ კვირაში, თუმცა ოჯახთან შეთანხმებით შესაძლებელია უფრო ინტენსიური გრაფიკი.

7. როგორ ხდება ბავშვის დონის შეფასება?

პირველ გაკვეთილზე ვატარებთ სატესტო შეფასებას, რომლის საფუძველზე ვადგენთ ბავშვის ენის დონეს და ვარჩევთ შესაბამის პროგრამას. ამასთან, მშობლებს ვაწვდით რეგულარულ ფიდბექს გაკვეთილებისა და პროგრესის შესახებ.

8. როგორია სწავლების საფასური?

ფასი განისაზღვრება სწავლის ტიპისა და ბავშვის რაოდენობის მიხედვით. ინდივიდუალურიგაკვეთილი – 50 ლარი/საათში. დეტალური ფასებისთვის  მოგვწერეთ.

9. შესაძლებელია რამდენიმე ბავშვმა (ძმებმადებმაერთად ისწავლოს?

დიახ. ამ შემთხვევაში გთავაზობთ სპეციალურ ფასდაკლებას ‘ფასდაკლება დაძმებისთვის

10. არის თუ არა გაკვეთილები რეგულარული და სტრუქტურირებული?

დიახ. თითოეული გაკვეთილი უკავშირდება წინას. გვაქვს გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც თანმიმდევრულად მიაწოდებს ბავშვს ინფორმაციას.

11. როგორ დავიწყო?

მოგვწერეთ ან შეავსეთ დარეგისტრირების ფორმა. დაგიკავშირდებით და შეგირჩევთ თქვენთვის და თქვენი შვილისთვის იდეალურ პროგრამას და მასწავლებელს.

12. როგორ შეგვეხმიანოთ?

📩 ელფოსტა: info@fesvebi.co
📞 WhatsApp: +995 511 13 21 02