პირობები

ჩვენი მიზანია, რომ სწავლა ბავშვებისთვის იყოს სასიამოვნო და შედეგიანი, ამიტომ გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს ძირითად პირობებს:

რეგისტრაცია და ჩართვა

  • გაკვეთილში ჩართვა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციითა და განრიგის შეთანხმებით.
  • პირველ გაკვეთილამდე ტარდება გაცნობითი შეხვედრა, სადაც ვგეგმავთ სწავლის სტილს და მიზნებს.

საფასური და გადახდა

  • ინდივიდუალური გაკვეთილი: 50 ლარი / საათში
  • სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს ერთ ოჯახში რამდენიმე ბავშვისთვის და ჯგუფურ გაკვეთილებზე.
  • გადახდა სრულდება წინასწარ, კვირის ან თვის ჩათვლით, როგორც შეთანხმდება.

გაუქმება და გადატანა

  • გაკვეთილის გაუქმება შესაძლებელია მინიმუმ 48 საათით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკვეთილი ჩაითვლება ჩატარებულად.
  • გადატანილი გაკვეთილი ჩატარდება თავისუფალ დროს მასწავლებლის ხელმისაწვდომობის შესაბამისად.

გაკვეთილის ხანგრძლივობა

  • ერთი სესია გრძელდება 60 წუთი (პატარა ასაკის ბავშვებისთვის შესაძლებელია 30–45 წთ).
  • გაკვეთილები ტარდება ონლაინ პლატფორმებით.

სასწავლო მასალა

  • ყველა სასწავლო რესურსი, რომელიც ჩვენგან მიიღებთ, განკუთვნილია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის და მისი გადაცემა ან გაზიარება მესამე პირებზე აკრძალულია.

მშობლებთან კომუნიკაცია

  • მასწავლებლები პერიოდულად აწვდიან მშობლებს ინფორმაციას ბავშვის პროგრესის შესახებ.
  • ნებისმიერი ცვლილება განრიგში ან საჭიროება შეთანხმდება წინასწარ.

ტექნიკური პირობები

  • გაკვეთილებში მონაწილეობისათვის საჭიროა სტაბილური ინტერნეტ-კავშირი, მიკროფონი და კამერა.
  • სასურველია ბავშვს ჰქონდეს მშვიდი გარემო, სადაც შეძლებს გაკვეთილზე კონცენტრირებას.

📩 დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
📩 ელფოსტა: info@fesvebi.co
📞 WhatsApp: +995 511 13 21 02